ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, მმართველ პარტიას როცა ამხელა რეიტინგი აქვს, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, მმართველ პარტიას როცა ამხელა რეიტინგი აქვს, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით

ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალ სივრცე“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მმართველ პარტიას აქვს 55-პროცენტიანი რეიტინგი, ოპოზიციას არცერთი კონფიგურაცია არ უშველის.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ოთხივე რომ გაერთიანდნენ, ის ორი რომ გაერთიანდეს, ერთი რომ დარჩეს, არცერთი რომ არ დარჩეს, ასეც და ისეც, ტოტალური მარცხისთვის არიან განწირულები. არავითარი შანსი არ აქვთ. როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, 55 პროცენტს ვართ გადაცილებულები, არცერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით“, – განაცხადა პრემიერმა.