ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია 64-დან ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებს ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას, რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია 64-დან ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებს ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას, რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები

ოპოზიცია 64-დან ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებს ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა.

რაც შეეხება აქციას, მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესები ძალიან მშვიდად წარიმართება.

„რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არცერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება. წინა შემთხვევაში იყო განსხვავებული ვითარება, მათ ერთ მუნიციპალიტეტში მოახერხეს არჩევნების მოგება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ისინი 64-დან ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა პრემიერმა.