ირაკლი კობახიძე - ოჯახს შესთავაზეს, მოეწვიათ ნებისმიერი ექიმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას დააკვირდებოდა, დასამალი არავის არაფერი აქვს
ირაკლი კობახიძე - ოჯახს შესთავაზეს, მოეწვიათ ნებისმიერი ექიმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას დააკვირდებოდა, დასამალი არავის არაფერი აქვს

ოჯახს შესთავაზეს, მოეწვიათ ნებისმიერი ექიმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი პრობლემაა ის, რომ სათანადო კალორაჟის საკვებს არ იღებს. მისივე თქმით, ამ კუთხით პასუხისმგებლობა აქვს სააკაშვილის ოჯახს.

„იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის იყო გახსნილი ამ თვალსაზრისით. ისინი იწვევდნენ, მათ შორის, ოჯახის ხაზით ექიმებს. შესთავაზეს ოჯახს, მოეწვიათ ნებისმიერი ექიმი, რომელიც დააკვირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ხედავთ, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოჯახს სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს და ამის გამო ის წონაში იკლებს. ეს არის ერთადერთი პრობლემა. შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და ეს პრობლემაც აღარ იქნება. პასუხისმგებლობა აქვს ოჯახს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.