ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარია არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ის დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული
ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარია არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ის დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული

ნინო ლომჯარია იყო პოლიტიზებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება, პოლიტიზებულია და ის დისკომფორტს არა მმართველ პარტიას, არამედ ქართულ სახელმწიფოს უქმნის.

„ლომჯარია არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.