ირაკლი კობახიძე - ნიკოლ ფაშინიანთან ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - ნიკოლ ფაშინიანთან ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, რათა დაცული იყოს ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან პარტნიორობის და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. დღეს ჩვენ ერევანში ვართ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატში. ამასთან ერთად, გვქონდა ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში და ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.