საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით სომხეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის როლი.