ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი, რამე ინფორმაცია თუ აქვს, მოახსენოს შესაბამის ორგანოებს
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი, რამე ინფორმაცია თუ აქვს, მოახსენოს შესაბამის ორგანოებს

ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მელია აცხადებდა, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურები.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება წარმოუდგენელია.

„ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი. წარმოუდგენელია, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. რაზეა საუბარი? მას ინფორმაცია აქვს, ხომ? მივიდეს და მოახსენოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.