ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია
ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გმირი, როგორც ოპოზიცია აფასებს.
„ნიკა მელია თუ გმირია, ეს ყველაფერი და ასეთი განცხადებები აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიის ბუნებას. მანდელასთან შედარებები და ეს რაღაცები არის ღიმილისმომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის პოლიტკრიმინალი, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.