ირაკლი კობახიძე – ნიდერლანდების ელჩის ხოშტარიასთან შეხვედრა არის რადიკალიზმის წახალისება, ვენის კონვენციის დარღვევა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა, ეს არცერთ ელჩს არ ეკადრება

17:38, 16.09.2025

ნიდერლანდების ელჩის ხოშტარიასთან შეხვედრა არის რადიკალიზმის მორიგი წახალისება და სხვა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მისივე თქმით, ელჩის მხრიდან აღნიშნული ქმედება ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

„ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში. ასეთი საქციელი არცერთ ელჩს არ ეკადრება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი