ირაკლი კობახიძე - ამნისტია არის ჰუმანური აქტი, ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, მინდა, ვთხოვო ყველას, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილის მართვას
ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილების მართვის საკითხს.
„ეს აქტი ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა. მადლობა მინდა, გადავუხადო პარლამენტს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა. აქვე მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა თანამოქალაქეს, მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილის მართვას, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ამას უნდა მოერიდოს ყველა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება თითოეული თანამოქალაქის მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.