ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის პრეზიდენტთან, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა

12:24, 12.06.2026

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადირ ჟაპაროვთან. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძე აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.

„განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა და სხვა – საერთო ინტერესების საკითხები. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი