ირაკლი კობახიძე - ნახევარზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში ვიგებთ, სულ ცოტა 12 ოლქში მეორე ტური შედგება
ირაკლი კობახიძე - ნახევარზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში ვიგებთ, სულ ცოტა 12 ოლქში მეორე ტური შედგება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ნახევარზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარკვა.

მისივე თქმით, სულ ცოტა 12 ოლქში მეორე ტური გაიმართება.

„ამ ეტაპზე ჩვენი პროცენტული მაჩვენებელია 51. „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველა ქალაქი და რაიონი. ეს არის მყარი მონაცემები, რისთვისაც ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას. ასევე მაჟორიტარული ოლქების ნახევარზე მეტ შემთხვევაში პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს, თუმცა სულ ცოტა 12 ოლქში შედგება მეორე ტური. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ორი-სამი ოლქის მონაცემებია რეალურად დასაზუსტებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.