ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი ლუზერი
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი ლუზერი

„ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი ლუზერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს „გამარჯვების პლატფორმის“ განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ: „შოვის ტრაგედიაზე ამბობენ, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული და უნდა მოხდეს ამ საკითხების გამოძიება, ასევე საუბრობენ თქვენი და კალაძის შესაძლო ინტერესებზე უშუალოდ შოვში“.

„ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე. ორი ცნობილი ლუზერი. ზოგადად კეზერაშვილს ახასიათებს ხოლმე მომგებიანი ინვესტიციები. ყველაზე საინტერესო მომგებიანი ინვესტიცია, რაც მან განახორციელა, არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში ერთპროცენტიან რეიტინგს და ეს არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს ერთ პროცენტს პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს.

ორი კომპანიაა, რომელიც ზომავს რეიტინგებს და ტელეკომპანია „ფორმულა“ არის ფსკერზე. ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.