ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში რომ არიან, ეს უკვე არავისთვის აღარ არის დასამალი
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში რომ არიან, ეს უკვე არავისთვის აღარ არის დასამალი

„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში რომ არიან, ეს უკვე არავისთვის აღარ არის დასამალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორ მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის კოალიცია გაფორმდა, პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე – წალენჯიხა.

„ამ ყველაფრით იშიფრება ის, რასაც ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე ვამბობდით, მათ შორის რეალური ალიანსია ჩამოყალიბებული და ეს უკვე ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, ეს უკვე არავისთვის აღარ არის დასამალი, ისინი უკვე ღიად საუბრობენ და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კორნელი სალია აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე. კორნელი სალიას 14-მა დეპუტატმა მისცა ხმა. თავმჯდომარის არჩევნებში ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. არჩევის შემდეგ კი მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.