ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისში უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავენ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისში უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავენ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლა აქვთ დაგეგმილი.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„ინფორმაცია მივიღეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ, ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, 54-ე, მე-40 და 43-ე უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და კანონდარღვევა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ძალიან მკაცრად ვაფრთხილებთ, ასეთ კანონდარღვევაზე უმკაცრეს პასუხს მიიღებენ, კანონის ფარგლებში. გვაქვს ინფორმაცია, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია, უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლას აპირებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული სახის დარღვევაზე კანონი მკაცრ სანქციას ითვალისწინებს.

„ყველას ვაფრთხილებთ, რომ ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულია უმკაცრესი სანქცია და ისინი კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით აგებენ პასუხს “, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.