ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული განშტოების ნაბიჯი არის იმ კრიზისის გამოხატულება, რომელშიც დღეს არიან ჩავარდნილნი
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული განშტოების ნაბიჯი არის იმ კრიზისის გამოხატულება, რომელშიც დღეს არიან ჩავარდნილნი

„ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული განშტოების ნაბიჯი არის იმ კრიზისის გამოხატულება, რომელშიც დღეს არიან ჩავარდნილნი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ არის კრიზისში, გამოსავალს ვერ პოულობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

„მათი მხრიდან ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, ეს იქნება იდეალური მდგომარეობა დემოკრატიის სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.