ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მალე მიილევა 
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მალე მიილევა 

არავითარი კონტრაქცია არ იქნება, არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ სჭირდება არანაირი რეაგირება, იმ დესტრუქციას, რაც ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„უმჯობესია, რეაგირება არ მოვახდინოთ, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად მიიღწევა ის დესტრუქცია, რასაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ. კვერცხებისა და სხვა ნივთების სროლა, არის აბსოლუტურად არასწორი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მოდით, ეს ხელწერა დავუტოვოთ მათ. ძალიან აქტიურად მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ. ეს არის ჩემი თხოვნა, მოწოდება მხარდამჭერების მიმართ. არავითარი კონტრაქცია არ იქნება. არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან. არავითარი კონტრაქცია ჩვენ არ გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეიძლება შეეცადოს, აქციების გაგრძელებას, მაგრამ ბოლოს ელექტორალური მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.

„ჩვენ გვექნება ჩვენი დღის წესრიგი, ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას და ქვეყანას აწუხებს. ეს გახდება იმის საფუძველი, რომ ჩვენ მყარად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.