ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს, 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გამართოს
ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს, 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გამართოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გამართოს.

შესაბამისი განცხადება მთავრობის „ფეისბუქის“ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“.