ირაკლი კობახიძე – მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ

14:07, 11.02.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული  ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კანადაში, ერთ-ერთ სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

მსგავსი