ირაკლი კობახიძე – მწუხარებას გამოვთქვამ ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

15:27, 02.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად. თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას“, -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი