ირაკლი კობახიძე - მთავრობის წლიურ ანგარიშში ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ჰქონდეს
ირაკლი კობახიძე - მთავრობის წლიურ ანგარიშში ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ჰქონდეს

მთავრობის წლიურ ანგარიშში ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ჰქონდეს, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის წლიური ანგარიში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო ანგარიში წარადგინა.

„ეს ანგარიში არის ნამდვილად შთამბეჭდავი, ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ორი ძირითადი ამოცანა იყო გამოკვეთილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე საუბარი იყო მოკლევადიან ამოცანებზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტი მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვუზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.