ირაკლი კობახიძე - მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გელათის ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება
ირაკლი კობახიძე - მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გელათის ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება

გელათთან დაკავშირებით არავინ არაფერზე იხსნის პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.

„მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება, რათა ტაძარი დაცული იყოს, მათ შორის, თქვენ იცით, რომ შექმნილი იყო სერიოზული პრობლემები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი, ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს პროცესი მხარდაჭერილი, მათ შორის, პირველ რიგში, ფინანსურად, და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.