ირაკლი კობახიძე – მთავარი ანტილიბერალები სწორედ „ალდეს“ წარმომადგენლები არიან, პრინციპები არ აქვთ, არც ელისაშვილის დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.
„სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში. ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.