ირაკლი კობახიძე - მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს
ირაკლი კობახიძე - მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს

ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას, უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა.

„ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა, გული შესტკივა თავის ქვეყანაზე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპიროს ამტკიცებთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ხართ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სალომე სამადაშვილს.

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა.