ირაკლი კობახიძე - მოვისმინე, თითქოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, საუკუნოვანი ბრენდი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, კითხვაც არავის გასჩენია
ირაკლი კობახიძე - მოვისმინე, თითქოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, საუკუნოვანი ბრენდი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, კითხვაც არავის გასჩენია

საჭიროა, ყველაფერთან დაკავშირებით ვისაუბროთ არგუმენტებით, მათ შორის, ბრენდის თემაზე. ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი. მინდა, შეგახსენოთ, რომ რაიმე თუ არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, კითხვაც კი არავის გასჩენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მათ შორის, აღნიშნული პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში.

„ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როდესაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს დაერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“, – განაცხადა პრემიერმა.