ირაკლი კობახიძე – მოსაყდრის დასახელება ეკლესიისა და პატრიარქის საქმეა

15:18, 23.11.2017

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება ეკლესიისა და პატრიარქის საქმეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეს არის უწმინდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილება და ჩვენ, ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.

მსგავსი