ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს
ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, ეს შეიძლება დაჩქარებული წესით მოხდეს, შეიძლება სტანდარტული წესით იყოს განხილული, ამაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო მიიღებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მზად არიან, როგორც პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის, ასევე შინაარსთან მიმართებით.

„რაც შეეხება გუნდში არსებულ დაპირისპირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდის სხვადასხვა წევრის წინააღმდეგ განცხადებები საჯაროდ არ გაკეთდეს და გუნდის ყველა წევრს აქეთკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა სპიკერმა.

ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, ცხრა დეპუტატის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია თუ არა.

„ამაზე ჩემი პოზიცია მაქვს, თუმცა წინ მოვლენებს არ გავუსწრებ. საკითხი კომიტეტმა უნდა განიხილოს და ჩვენი პოზიცია გაჟღერდება, მათ შორის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.