ირაკლი კობახიძე - დისციპლინური სამართალწარმოების საკითხთან დაკავშირებით, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
ირაკლი კობახიძე - დისციპლინური სამართალწარმოების საკითხთან დაკავშირებით, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

ამის შესახებ კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობისას განაცხადა.

„განვიხილეთ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი. ეს არის ოთხიდან ერთი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმას. ამ საკითხზე თვეების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა, თუმცა ახლა გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად შეთანხმება არის მიღწეული ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ კვირის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ უკვე ამ კანონპროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და კვირის ბოლოსთვის უკვე სამუშაო ჯგუფი შეთანხმდება ამ კანონპროექტზე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა.

ასეთივე შემართებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას დანარჩენ სამ საკითხზე და დარწმუნებული ვართ, რომ იქაც მოვახერხებთ კონსენუსის მიღწევას“,- განაცხადა კობახიძემ.