ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხვალაც რომ დაინიშნოს, „ქართული ოცნება“ მზად არის საუბრისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში მონაწილეობისთვის მზად არის.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მეხუთე რაუნდი ხვალაც რომ დაინიშნოს, „ქართული ოცნება“ მზად არის საუბრისთვის.
„ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით იმართება.