ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით, საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით, საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა

მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან  შეხვედრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საუბრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა.

„მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან  შეხვედრით. საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და  განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ  იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში“, – აღნიშნავს პრემიერი.