ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“

13:45, 19.11.2018

მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პარტიის დატოვება.

მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში. მისასალმებელია, რომ ეს კონკრეტული ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „ღირებულებებს“ ემიჯნებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დღეს პარტია დატოვეს.

 

მსგავსი