ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან, უნდა შემოვიღოთ დაფინანსების ახალი სისტემა, რაც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან, უნდა შემოვიღოთ დაფინანსების ახალი სისტემა, რაც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან

მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემოღებული უნდა იქნეს დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან.

„შემდეგი საკითხია სწავლებასა და კვლევას შორის სუსტი კავშირი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. ასევე, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები და აქაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს ვითარება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან. დღეს ფორმალურია ეს ინტეგრაცია და ის რეალური და თვისებრივი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტებთან. დღეს არის ცალკე განყენებული ფონდი, განათლების სამინისტროს ქვეშ, რომელიც საგრანტო განაცხადების საფუძველზე აფინანსებს კონკრეტულ პროექტებს. ვფიქრობთ, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, მთლიანად უნდა იყოს კვლევის დაფინანსების სისტემა ინტეგრირებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, – განაცხადა პრემიერმა.