ირაკლი კობახიძე მიწვეულია მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს

14:04, 22.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ოფიციალური მიწვევა გაერო-ს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ დაბიში გაიმართება და, ასევე, მიწვევა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს.

მსგავსი