ირაკლი კობახიძე - მივესალმებით ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას კავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას კავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით

მივესალმებით ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას კავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო სანდო მოკავშირე და პარტნიორია რეგიონში.

„მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, სტაბილურობა, მშვიდობა, დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას, რათა თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მივესალმებით ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას კავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით “, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.