ირაკლი კობახიძე მის მიერ ვაკანტური საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გამორიცხავს
ირაკლი კობახიძე მის მიერ ვაკანტური საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გამორიცხავს

მე პრინციპში, გამოვრიცხავდი რაიმე საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა, თუ არა დაიკავოს, რომელიმე ვაკანტური ვაკანტური თანამდებობა.

„მე ვარ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმით დაკავებული, ჩემი საქმე არის პარტიული მუშაობა და ეს არის ჩემი მთავარი დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, მე პრინციპში, გამოვრიცხავდი რაიმე საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია და განაგრძობს მუშაობას.

„გუნდი არის ერთიანი და გუნდი ერთიანად განაგრძობს მუშაობას. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე გვაქვს დარჩენილი საპარლამენტო მუშაობის, მერე უკვე საარჩევნო რეჟიმი იწყება. ახლაც ვემზადებით, რომ სწორედ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე წარვდგეთ შესაბამისი პროგრამით საზოგადოების წინაშე და ეს პროგრამა უნდა გახდეს საფუძველი იმისათვის, რომ დამაჯერებლად მოვიგოთ საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.