ირაკლი კობახიძე - მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში მიხეილ სააკაშვილი სამ ლიტრ ლიმონათს სვამს
მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს და არ უნდა იშიმშილოს, მისი უფლებაა, იყოს სამარცხვინო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ მიხელ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომას.
„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რათა ხალხში, თავის მხარდამჭერებში, რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს სააკაშვილმა, მას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.
შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს და არ უნდა იშიმშილოს, ეს არის სამარცხვინო კაცი. მისი უფლებაა, იყოს სამარცხვინო.
მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.
„დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, მთელი ციხე იცინის ამაზე. ყიდულობს. დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.