ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა საქართველოში მევენახეობის საერთოდ მოშლისკენ იყო მიმართული
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა საქართველოში მევენახეობის საერთოდ მოშლისკენ იყო მიმართული

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა საქართველოში მევენახეობის საერთოდ მოშლისკენ იყო მიმართული – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოება ყველაფერს კარგად რომ ხედავს და სწორედ ამიტომ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 12 პროცენტიანი რეიტინგი და მის მეორე დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ – სამპროცენტიანი“.

„საზოგადოება იქედან გამომდინარე მსჯელობს, როგორი იყო მისი წარსული და ამის საფუძველზე შეფასდება კონკრეტული პოლიტიკოსის მომავალი. საზოგადოება ყველაფერს კარგად რომ ხედავს, სწორედ ამიტომ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 12 პროცენტიანი რეიტინგი და მის მეორე დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ – სამპროცენტიანი. საზოგადოება ამ პოლიტიკურ ძალებს 31 ოქტომბერს შეაფასებს და ეს ძალები მიიღებენ 12 პროცენტიან მხარდაჭერას ან უფრო დაბალ მხარდაჭერას“, – განაცხადა კობახიძემ.