ირაკლი კობახიძე მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორს შეხვდა

შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან და ამავე სამდივნოს სხვა მაღალჩინოსნებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობასა და კოორდინაციის გაღრმავებას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორმა ვინჩენცო მასკიოლიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შევიაცრიაშიც გაიზარდა, თუმცა პრობლემა სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის საფუძველზე მარტივად მოგვარებადია.

„ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის შესანიშნავი რამეა, თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც ვიზალიბერალიზაციას მოჰყვა. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შედარებით მაღალია, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის პრობლემები, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამ საკითხზე გვქონდა ძალიან პროდუქტიული აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – აღნიშნა ვინჩენცო მასკიოლიმ პირველ არხთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი