ირაკლი კობახიძე – მერობის კანდიდატების წარდგენა მალე მოხდება, ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით, მაშინვე წარვადგენთ ერთიან სიას

22:03, 31.07.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი.

„ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით ამ ორ-სამ შემთხვევაზე, მაშინვე წარვადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტის მერებს, 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე ეხება თბილისის საკრებულოსა და ყველა საკრებულოს სიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი