ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ სამი მოსმენით მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი.