ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები
ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმებაში არ წერია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის ტყუილი. 8 მარტის შეთანხმებით, ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩამოყალიბებისთვის და მეორე, ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზებას.

მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქედან გამომდინარე, ეს არის ტყუილი, ეს არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.