ირაკლი კობახიძე – მაკა ბოჭორიშვილს საუკეთესოდ შეუძლია ყველა საქმის გაკეთება, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასთან არის დაკავშირებული

16:32, 28.11.2024

მაკა ბოჭორიშვილს საუკეთესოდ შეუძლია ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, რადგან ისიც საპარლამენტო წიაღიდან მოდის.

„გვაქვს სერიოზული გამოწვევები საგარეო მიმართულებით და მაკა ბოჭორიშვილს საუკეთესოდ შეუძლია ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასთან. მინდა, მასაც ვუსურვო წარმატებები შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი