ირაკლი კობახიძე – მადლობა მაიკ პომპეოს განცხადებისა და შექებისთვის
მაიკ პომპეოს განცხადებისთვის და ქებისთვის მადლობა უნდა გადავუხადო, რომელიც მისგან საქართველოს ხელისუფლებამ დაიმსახურა, ჩვენთვის მისი მინიშნება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საღამოს შედგება კენჭისყრა და პირნათლად შესრულდება მაიკ პომპეოს კიდევ ერთი რჩევა.
„ეს რჩევა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის აბსოლუტურად მისასალმებელი. დღეს სამი მოსმენით დამტკიცდება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ეს რჩევა ეხება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. როდესაც მზადდება „საარჩევნო კოდექსი“ ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, ამ დროს ყველას პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, თუმცა ხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია საბაბს ეძებს, რათა კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა. ზოგი კიდევ თავს სხვა მიზეზით იკავებს“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.