ირაკლი კობახიძე - მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შესაბამისად, არჩევნები არ გადაიდება
ირაკლი კობახიძე - მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შესაბამისად, არჩევნები არ გადაიდება

მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული და ეს არის ოქტომბრის ბოლო შაბათი, რაც საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„რაც შეეხება არჩევნების თეორიულად გადადებას, ერთადერთი შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრისთვის იქნება საგანგებო მდგომარეობისთვის შექმნილი გარკვეული პირობები, თუმცა ისეთი დინამიკა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რომ მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები. რჩება თეორიული ვარიანტი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გასული დღეების განმავლობაში, თუმცა მაქვს რწმენა, რომ ამის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.