ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ფონიჭალაში სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ფონიჭალაში სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მერიის სამსახურებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.