ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი საშობაო ეპისტოლესთვის
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი საშობაო ეპისტოლესთვის

მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი საშობაო ეპისტოლესთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას ესწრება. ირაკლი კობახიძემ ის ძირითადი გზავნილები გამოყო, რომელიც ეპისტოლეში არის მოცემული.

„გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის პატრიოტულ აღზრდაზე, მის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და მე მინდა, ამ გზავნილებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.