ირაკლი კობახიძე – მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეიხ ალ ნაჰიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.
„შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ მრავალი მიმართულებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მადლობა იმ ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით. მოუთმენლად ველი ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო ინტერესების მქონე სფეროებში“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
I had meaningful discussions with His Excellency Sheikh Nahyan bin Mubarak al Nahyan, Minister of Tolerance and Coexistence of 🇦🇪. We focused on deepening our multifaceted bilateral cooperation. I am grateful for the interest that the UAE has shown in doing business in 🇬🇪 through… pic.twitter.com/rLVo2lhmta
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 26, 2025