ირაკლი კობახიძე - ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება, საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია ერთმანეთის მოსმენით, ვთავაზობ გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია
ირაკლი კობახიძე - ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება, საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია ერთმანეთის მოსმენით, ვთავაზობ გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია

ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენ წინაშე. ეს არის, მათ შორის, პირველ რიგში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გავმართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.