ირაკლი კობახიძე – „ლელოს“ ლიდერებისთვის არათუ ხელი არ შეგვიშლია, ანაკლიის პროექტი კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, თუმცა ინვესტორის მოზიდვა ვერ მოახერხეს, რადგან, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესები ჰქონდათ

11:38, 30.05.2024

დაასახელონ ინვესტორი, რომელიც მოიზიდეს ამ წლების განმავლობაში, დაასახელონ ერთი ინვესტორი მაინც. ვერ მოიზიდეს ვერერთი ინვესტორი და ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ, არის სრული სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ ლიდერების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არ შეუშლია ხელი „ლელოს“ ლიდერებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში.

„არათუ ხელი არ შეგვიშლია, ამ პროექტის განხორციელებისთვის კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ ანაკლიის პროექტი, რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა ასეთ პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერცერთ ინვესტორის დაინტერესება, რადგან მათ ჰქონდათ სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესები და არა რეალურად პორტის განვითარების ინტერესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი