ირაკლი კობახიძე - „ლელომაც“ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეა, ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებენ
ირაკლი კობახიძე - „ლელომაც“ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეა, ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებენ

„ლელო“ თვითონ იყო ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილე, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ლელოს“ პოზიციაზე განუცხადა. როგორც „ლელოში“ აცხადებენ, არცერთ სისტემაში ბოიკოტს ოპოზიციისთვის შედეგი არ მოუცია.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე „ლელოც“ იყო.

„დაავალეს, მათ შორის, ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს. თვითონ თქვეს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა „ლელო“ სხვას რომ ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. შესაბამისად, „ლელოც“ არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. რაც უთხრეს, რაც დაუკვეთა უცხოურმა აგენტურამ, ის შეასრულეს. ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა და, შესაბამისად, „ლელოს“ ნაწილმა გადაწყვიტა, განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს ვერ გაასუფთავებს. მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე. რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა“.